ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა დაკარგა

მიხეილ სააკაშვილმა და, შესაბამისად, მისმა კომენტარებმა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა დაკარგა, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.
დამატებითი კომენტარისგან კობახიძემ თავი შეიკავა.
”მიხეილ სააკაშვილმა და, შესაბამისად, მისმა კომენტარებმა, ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა. ეს არის დღევანდელი რეალობა და, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ის შედეგებს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები