ირაკლი კობახიძე: თანამდებობებთან დაკავშირებით, ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე, არ ადასტურებს.
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით, კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ამ ინფორმაციას მე დღეს ვერ დავადასტურებ. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მეორე ტურის შემდეგ უკვე შედგებოდა განხილვა, როგორც სპიკერის, ასევე სამთავრობო თანამდებობების გადანაწილების საკითხის. ეს კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და მალევე გვეცოდინება მისი შედეგები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამ ეტაპზე არც მმართველ გუნდში თანამდებობების გადანაწილების თემაზე საუბრობს.
„ჯერ კონსულტაციები საერთოდ არ დაწყებულა ზოგადად თანამდებობებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვერც ერთ ინფორმაციას ბუნებრივია, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. მას შემდეგ, რაც დაიწყება ეს კონსულტაციები, უკვე გვეცოდინება როგორ განაწილდება თანამდებობები. საუბარია როგორც კომიტეტებზე, ასევე სპიკერატზე და სხვა თანამდებობებზე, რაც პარლამენტშია წარმოდგენილი“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
მედიაში მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება.
ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მოიაზრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები