დიმიტრი ქუმსიშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა-არჩევნები ჩატარდა ძალიან დემოკრატიულად და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვინც ხმა მოგვცა. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებდით,“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარებისკენ.
„არჩევნები ჩატარდა ძალიან დემოკრატიულად და გამჭვირვალედ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები