ეკა ბესელია: საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის გამოცხადებული ნდობა ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული იყოს ამომრჩეველთან

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის გამოცხადებული ნდობა ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული იყოს ამომრჩეველთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, ”ქართულმა ოცნებამ” ძალიან საპასუხისმგებლო მანდატი მიიღო და ეს პასუხისმგებლობა ყველა გადაწყვეტილების თანმდევი იქნება.
„ყველა გულწრფელად ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის გამოცხადებული ნდობა, ეს პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყოს ისე, რომ შეთანხმებული იყოს ამომრჩეველთან, ხალხთან და რეალურად გამოხატავდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობას.
ეს ძალიან დამაჯერებელი და შთამბეჭდავი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა იმას, რომ ”ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა”, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები