დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე – ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვას ამის შესახებ. ძალიან ბევრი კონსულტაცია მიმდინარეობს. მე ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.