ვიქტორ დოლიძე: ჯერ არაფერი გეგმა არ მაქვს

”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.
”ჯერ არაფერი გეგმა არ მაქვს და არავითარ კომენტარს ჯერჯერობით არ გავაკეთებ”, – განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები