არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე შეცვლის.
2030-ს „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილმა წევრებმა დაუდასტურეს, რომ ამ საკითხზე ვიქტორ დოლიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
თავად ვიქტორ დოლიძე ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს. როგორც მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, პოლიტიკურ თემებზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, იგი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა და ელჩის მოვალეობის შესრულებას დეკემბრიდან შეუდგება.
წყარო: “2030”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები