ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო თანამდებობების, მათ შორის ლიდერის თანამდებობაზე, ჯერ მსჯელობა არ გამართულა
საპარლამენტო თანამდებობების, მათ შორის ლიდერის თანამდებობაზე, ჯერ მსჯელობა არ გამართულა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძემ დამატებითი განმარტებებისგან თავი შეიკავა.
„საპარლამენტო თანამდებობების, მათ შორის ლიდერის თანამდებობაზე, ჯერ მსჯელობა არ გამართულა. ამ თემაზე კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება“,-განაცხადა კობახიძემ.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე მოიაზრება.