იგნასიო სანჩესი: მეორე ტური გაიმართა მშვიდ გარემოში და პროფესიონალურად

მეორე ტური გაიმართა მშვიდ გარემოში და პროფესიონალურად – ამის შესახებ ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იგნასიო სანჩესმა რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, მთლიანობაში, გუშინ არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად მონაწილეობა, ხოლო ამომრჩევლებს შეეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ.
სანჩესმა ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა უფლება არ იყო დაცული, რაც შეეხებოდა საარჩევნო დავების განხილვას საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
„მოკლევადიან პერიოდში მასმედიის მიერ გაშუქება უფრო დაბალანსებული იყო. კენჭისყრა მშვიდ გარემოში გაიმართა, რამაც დამკვირვებლებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომისიის წევრები უკეთესად იყვნენ მომზადებულები. რაც შეეხება მეორე ტურში კენჭისყრას, აქ სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს დავების განხილვას, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რომ მეორე ტური გაიმართა მშვიდ გარემოში და პროფესიონალურად.
ცოტა დრო იყო დარჩენილი მეორე ტურის მომზადებისთვის, თუმცა საერთო ჯამში პროცესი ნორმალურად წარიმართა. მოხდა ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც, რომელიც გამოძიებას ექვემდებარება”, – განაცხადა სანჩესმა.
ამასთან, ეუთოს წარმომადგენელმა მოუწოდა იმ პარტიებს, ვინც არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, განაგრძონ საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები