იგნასიო სანჩესი: თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხალხის ნებაა, ამაში ცუდი არაფერია
თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხალხის ნებაა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რასაკვირველია, უნდა მოხდეს მისი სათანადოდ განხორციელება, – ამის შესახებ ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, იგნასიო სანჩესმა რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სანჩესმა აღნიშნა, ამ უფლებამოსილებასა და უფლებებს თან მოჰყვება ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
”ბოლო პერიოდში დისკუსია მიმდინარეობდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე ერთი პარტიის მიერ. თუ ეს ხალხის ნებაა, ამაში ცუდი არაფერია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უფლებამოსილებასა და უფლებებს თან მოჰყვება ასევე დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. აუცილებელია, რომ ძალთა შორის მოხდეს დაბალანსება და უმცირესობის უფლებები ნებისმიერი დისკუსიის ცენტრში იყოს, თუკი ადგილი ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – განაცხადა სანჩესმა.