თიბილოვმა კოკოითს დაბადების დღე მიულოცა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ედუარდ კოკოითს დაბადების დღე მიულოცა. ოკუპირებული რეგიონის  ყოფილი დე ფაქტო ლიდერს დღეს 52 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
თიბილოვის წერილში აღნიშნულია, რომ კოკოითის „პრეზიდენტობის“ პერიოდში ოსმა ხალხმა პრობლემები წარმატებით გადაჭრა, ხოლო 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ედუარდ კოკოითი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი 2001 – 2011 წლებში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები