კირბალიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან, რუსმა ოკუპანტებმა, 49 წლის ალექსი დოთიაშვილი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, დოთიაშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როცა მისი დაკავება მოხდა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა „კვირას“ განუცხადა, კირბალში ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი მიემგზავრება, რომელიც გატაცებულის ოჯახში მივა და ადგილზე გაეცნობა საოკუპაციო ზოლთან არსებულ მდგომარეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები