თამარ ჟვანია: არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
როგორც ჟვანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დროის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 195 საჩივარია რეგისტრირებული. მისი თქმით, საჩივრების უმეტესობა ტექნიკურ-პროცედურულ საკითხებს შეეხება, ხოლო მოთხოვნათა უმრავლესობა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებაა.
”მნიშვნელოვანია, რომ დავების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად. ყველა პროცესის დასრულების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიები, არაუგვიანეს მე-11 დღისა, შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში, ხოლო ცესკო არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები