შსს-მ მოხუცზე შვილიშვილების მხრიდან სასტიკი “ხუმრობის” ფაქტზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოხუცზე შვილიშვილების მხრიდან სასტიკი „ხუმრობის“ ფაქტზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ამჯერად სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება.
„ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან…
ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა- 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს – გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის“,-წერს პერტაია.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვიდეო დღე გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან ერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დასდევენ ასაკოვან ბებოს შვილიშვილები და პნევმატური იარაღიდან ესვრიან.
შსს-მ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები