ოკუპანტები მოქალაქეებს არჩევნებზე არ უშვებენ – “8 ოქტომბრის არჩევნები ჯარიმის ფასად დამიჯდა”

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვერ ახერხებენ.
მავთულხლართების მიღმა დარჩენილი, სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დათა ვანიშვილის განცხადებით, საკუთარი არჩევანის გაკეთების სურვილი აქვს, თუმცა 8 ოქტომრის არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტის გამო, ამის საშუალება არ ეძლევა.
დათა ვანიშვილი 8 ოქტომბერს, ოკუპანტების აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიპარა და არჩევანი გააკეთა, რის გამოც საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 2 ათას რუბლიანი ჯარიმა დააკისრეს.
როგორვ ვანიშვილი აცხადებს, თუ ჯარიმას უახლოეს დღეებში არ გადაიხდის, 3 – წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„სულით და გულით მინდა ხმა მივცე, მაგრამ წინაზე რომ მივეცი ხმა 2 ათას მანეთიანი ჯარიმა დამაკისრეს. თუ არ გადაიხდი ამ დღეებში რუსებს ვეტყვით და 3 წლით დაგაპატიმრებთო. რითი გადავიხადო?!“, – განაცხადა დათა ვანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრისგან განსხვავებით ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას საქართველოში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარი არ ჩაუკეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგორის მცხოვრებლებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები