ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ახალგაზრდები მოხუცს, “კისტის” თოფს ესვრიან, გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ახალგაზრდები მოხუც ქალს „კისტის” თოფიდან ესვრიან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
იდენტიფიცირებულია ვიდეოში მონაწილეთა ვინაობა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, თუ როგორ სასტიკად „ეხუმრებიან“ შვილიშვილები ბებოს, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები