გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა პროკურატურაში დაკითხეს

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა პროკურატურაში განმეორებით დაკითხეს. საგამოძიებო უწყებაში ნონა ჯოჯუას გამოკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
როგორც ნონა ჯოჯუამ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მან გამოძიებას ყველა ის კითხვა გააცნო, რომელიც მას შვილის გარდაცვალების საქმესთან აქვს.
ნონა ჯოჯუას განმეორებითი გამოკითხვის საფუძველი მისივე განცხადება გახდა, სადაც იგი საქმის ხელახალ გადახედვას ითხოვდა. გარდაცვლილის დედა დარწმუნებული აღარ არის, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე ბრალდებულმა პოლიციელმა მიიყვანა. ის საქმეში მესამე პირის არსებობის შესაძლებლობაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მუქარის შემცველი წერილი მის შვილს სხვამ დააწერინა.
„გამოძიებასთან რაც კი კითხვები მქონდა, ყველა საკითხი განიხილეს. მე მაინტერესებს სიმართლე, რომ ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს“, – აღნიშნა ნონა ჯოჯუამ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დაფნარში დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე კი მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები