ირაკლი შოთაძე: გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი შიდა ბრძანებებისა და ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა

“გუშაგი შიდა ბრძანებებისა და ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა”, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიგა შენგელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი შოთაძემ გარდაცვლილის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და მინდა გარდაცვლილ შენგელიას ოჯახს მივუსამძიმრო მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო. ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით როგორც დგინდება, გუშაგი ამ შემთხვევაში მოქმედებდა შიდა ბრძანებებისა და ინსტრუქციების ფარგლელბში“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირები 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე შეიჭრნენ. სამი უცხო პირი არ დაემორჩილა გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები