დაკავებული ქართველები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

2000 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქერეს და მეჯვრისხევის მცხოვრებლებმა მალხაზ ლეჟავამ და არსენ ლაფაჩმა დატოვეს.
ორივე მათგანს სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში დღეს ჩაუტარდათ.
“ჯარიმის გადახდის შემდეგ სახლში გამოუშვეს მალხაზ ლეჟავა. ის გაიტაცეს იმ ტერიტორიიდან, სადაც ეგრეთწოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც არ იდგა.
მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა მისი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლება,“-განაცხადა „კვირასთან“ მეჯვრისხევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი თოდაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს გამგებლის, შამილ თუხარელის ინფორმაციით, არსენ ლაფაჩი ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება.
“ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა ლაფაჩმა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ის ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება და საღამომდე დაბრუნდება თავის ოჯახში“,-განაცხადა „კვირასთან“ შამილ თუხარელმა.
ლაფაჩის და ლეჟავას გათავისუფლებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
43 წლის მალხაზ ლეჟავა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან 22 ოქტომბერს გაიტაცეს, ხოლო 58 წლის არსენ ლაფაჩი კი სოფელ ქერედან 3 დღის წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები