ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში მეჩაიეობის დარგის განვითარებას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მეჩაიეობის განვითარება აუცილებელია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ეს განცხადება ხაჯიმბამ ოჩამჩირეში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. „აი, მაგალითად, კრასნოდარის მხარეში ჩაი მოჰყავთ და ამით მოგებას იღებენ. ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იგივეს გაკეთება? ჯერ ჩაი გავანადგურეთ და ახლა დარგის აღდგენას ვცდილობთ,“ – განაცხადა ხაჯიმბამ.
დე ფაქტო ლიდერი ჩაის მეურნეობების წარმომადგენლებს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ მეჩაიეობის დარგი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს.