ე.წ. სამხრეთ ოსეთი საჩხერის რაიონის სოფელს ახალი გზით დაუკავშირდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა რაშიდ ნურგალიევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში სოფელ სინაგურსა და ქარზმანს შორის საავტომობილო გზის მშენებლობა მოინახულა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება. 14885966_10207130002840065_1564353939_n
ეს გზა მდებარეობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმ ადგილას, რომელიც საჩხერის რაიონს ესაზღვრება. გზის მშენებლობის მონახულებისას ნურგალიევს თან ახლდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი.
მშენებლები ირწმუნებიან, რომ გზის მშენებლობა 25 ნოემბრამდე დასრულდება, „შესაძლოა ეს უფრო ადრეც მოხდეს და 15 ნოემბერს დასრულდეს“, – წერს „სპუტნიკი“.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საავტომობილო გზების მშენებლობის ე.წ. კომიტეტის ხელმძღვანელმა ედუარდ გუზიტაევმა განაცხადა, გზის მშენებლობის შემდეგ ქართველები და ოსები ე.წ. საზღვარზე გადასვლას და ორ სოფელს შორის დაკავშირებას უფრო მარტივად შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები