ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ქართული მხარე „სასაზღვრო ნიშნის“ დაწვაში დაადანაშაულა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართული მხარე „სასაზღვრო ნიშნის“ დაწვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სანაკოევმა კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ „სასაზღვრო ნიშანს“ ცეცხლი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან,  ბალახიდან გადაედო.
სანაკოევის განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი შეგნებულად მოუკიდეს.
დიმიტრი სანაკოევის თქმით, წინა შეხვედრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი ექვსჯერ დაარღვიეს. „შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს ოთხი დაკავებული გადაეცა, ხოლო დანარჩენი  ორი ცხინვალში რჩება“, – აცხადებს დავით სანაკოევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები