იტალიაში, ქალაქ პერუჯას აღმოსავლეთით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა.
პერუჯასთან ახლოს მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად მისმა სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, სტიქიას ნგრევა მოჰყვა, დაშავებულია ორი ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.