ოკუპანტების მიერ დაკავებული ილია თაყაძე გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე, რომელიც ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თავისუფალია.
ის ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.
რუსმა სამხედროებმა თაყაძე 23 ოქტომბერს დააკავეს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. მან ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.
ამაჟამად, გათავისუფლებული ილია თაყაძე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები