რუსეთში პოლიციელებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, 23 ოქტომბერს პოლიციელებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ ისლამისტების მიერ კონტროლირებადი სააგენტო „ამაკი“ იუწყება.
თავდასხმა ავტომობილზე ნიჟნი ნოვგოროდში, აკადემიკოს სახაროვის ქუჩაზე მოხდა. თავდასხმის მომენტში პოლიციელები Daewoo Nexia-ს მარკის ავტომობილს ამოწმებდნენ. ამ დროს „ცენტრალური აზიის რეგიონიდან ჩასულმა პირებმა“ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელები მოკლეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცსამსახურებმა საეჭვო ნივთი გააუვნებელყვეს. ეს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები