აშშ-ის თავდაცვის მინისტრი- რაქაზე შეტევა მოსულის აღებამდე დაიწყება

FILE - In this Aug. 29, 2016, file photo, Defense Secretary Ash Carter appears at a news conference at the Pentagon. The nation’s top military officials are expected to face sharp questions from Republicans angry the Obama administration is not taking more aggressive steps to end the 5-year-old-civil war in Syria. Carter and Gen. Joseph Dunford, the chairman of the Joint Chiefs of Staff, are scheduled to testify Sept. 22, before the GOP-led Senate Armed Services Committee.(AP Photo/Jacquelyn Martin, File)

ანტიტერორისტული კოალიცია ერაყის ქალაქ მოსულის აღებამდე სირიის ქალაქ რაქაზე შეტევას დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატების მეთაურობას თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული
როგორც კარტერმა პარიზში, ანტიტერორისტული კოალიციის შეხვედრაზე განაცხადა, ამჟამად რაქაზე შეტევის მზადება მიმდინარეობს. ამ ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები დედაქალაქს უწოდებენ.   „მოსულის და რაქას გათავისუფლების ოპერაცია ერთობლივად ჩატარდება. ეს ჩვენი გეგმის ნაწილია და ამისთვის მზად ვართ“ –  განაცხადა კარტერმა.
აშშ-ის სამხედროების განცხადებით, მოსულის აღებას რამდენიმე კვირა და, შესაძლოა, თვეებიც დასჭირდეს.  მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყეს. 8 დღის განმავლობაში ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სოფელი დაიკავეს, თუმცა ქალაქთან მიახლოება ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები