ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ავღანეთში 30 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ავღანეთში 30 ადამიანი გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ყველა მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. ტერორისტებმა ისინი პროვინცია გორ-ში გაიტაცეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოკლულები მთებში შეშის შესაგროვებლად იყვნენ წასულები. მათი გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ავღანელმა ძალოვანებმა ISIS-ის საველე მეთაური მოკლეს, რის შემდეგაც ტერორისტებმა შური იძიეს და მძევლები დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები