სირიაში ავიაიერიშის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ

სირიის იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ სირიის ადამიანის უფლებების ცენტრში აცნობეს.
ავიადარტყმა სოფელ ჰაასზე განხორციელდა. დაიბომბა დაწყებითი და საშუალო სკოლა. დაღუპულთა შორის სკოლის მასწავლებელიც არის.
ჯერჯერობით უცნობია, დაბომბა თუ არა მშვიდობიანი მოსახლეობა ბაშარ ასადის ავიაციამ, თუ რუსეთის საჰაერო ძალებმა. ისინი ამჟამად სირიაში ერთობლივად მოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები