სომხეთი გაზის ინფრასტრუქტურის კაპიტალურ მოდერნიზებას იწყებს

სომხეთი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის კაპიტალურ მოდერნიზებას იწყებს. ამაში სომხეთს რუსული კომპანია „გაზპრომი“ დაეხმარება. კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა, სომხეთის დედაქალაქში, ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ზამთრის სეზონზე გაზმომარაგების საკითხები განიხილეს. შეთანხმების მიხედვით, „გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის. ასევე იგეგემება გაზის საცავში მარაგის შევსება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხარჯვის დროს პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ცნობისთვის, „გაზპრომი“ სომხეთში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები