„ტოიოტამ“ 6 მილიონი მანქანა უკან გაიწვია

იაპონური საავტომობილო კორპორაცია „ტოიოტა“ 6 მილიონ მანქანას უკან იწვევს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების ბალიშების, ე.წ. აირბაგების პრობლემა გახდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია 2000 – 2014 წ.წ. პერიოდში გამოშვებულ მანქანებზე, მათ შორის არის „Corolla“ და “Yaris“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია Takata-ს მიერ უსაფრთხოების ბალიშებით აღჭურვილი ავტომობილების უკან გაწვევა ხდება. ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ Takata-ს აირბაგები მოძრაობის დროს შეიძლება უმიზეზოდ გაიხსნას, ხოლო მისი მცირე ზომის რკინის ნაწილები სალონში გაიფანტოს, რაც მძღოლს და მგზავრს ტრავმას მიაყენებს.
„ტოიოტას“ ავტომობილები უკან ადრეც გაუწვევია. ეს გადაწყვეტილება მანქანების კონსტრუქციულ დეფექტებსა და მათი წარმოების დროს დაშვებულ შეცდომებს უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები