ტრამპი – კლინტონის გეგმები სირიასთან დაკავშირებით მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი კონკურენტის ჰილარი კლინტონის ქმედებებს სირიასთან დაკავშირებით, შეიძლება მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ძირითადი ყურადღება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს, იმის ნაცვლად, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ბაშარ ასადი გადააყენოს.
„თქვენ სირიას აღარ ებრძვით, თქვენ ებრძვით სირიას, რუსეთს და ირანს. მზად ხართ ამისთვის?“ – კითხულობს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით „ რუსეთის ბირთვული სახელმწიფოა, სადაც ბირთვული იარაღი მოქმედებს და ის განსხვავდება იმ ქვეყნებს, სადაც ბირთვულ იარაღზე მხოლოდ საუბარი მიდის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები