“11 თვის ჩვილი შეშის გავარვარებულ ღუმელზე პირქვე დაეცა” – პატარას საოპერაციოდ ამზადებენ

11 თვის ბავშვი შეშის ღუმელზე დაეცა, რის შედეგადაც მე-3 ( A და B ) ხარისხის დამწვრობა მიიღო, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პატარა, კლინიკაში, აჭარიდან, კერძოდ ხულოდან კატასტროფის ბრიგადამ ჩამოიყვანა.
„11 თვის ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ ჩამოიყვანა. როგორც მშობლები ამბობენ, პატარა, შეშის გავარვარებულ ღუმელზე პირქვე დაეცა, რის შედეგადაც მარჯვენა ხელის მტევნისა და სახის მარჯვენა მხარის დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტს ვამზადებთ საოპერაციოდ, რათა მოხდეს კანის გადანერგვა“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
ცნობისთვის, პატარა გოგონას ქირურგიული ოპერაცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები