ლევან კალანდაძე: ლარი დღეისთვის ინარჩუნებს წონასწორობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს

“ლარი უბრალოდ ინარჩუნებს წონასწორობის კურსს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განაცხადა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ლარი დღეისათვის ინარჩუნებს წონასწორობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს.
”ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული რისკ ფაქტორია ზამთარი, თუმცა ზამთრის სეზონი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი არის ნოემბრის თვე, რომელიც ხასიათდება ლარზე გარკვეული რისკების გაძლიერებით. მხედველობაში მაქვს ის, რომ იმპორტიორები წინასაახალწლოდ თადარიგს იჭერენ სასაქონლო საკითხის თვალსაზრისით. შესაბამისად არის რისკი, რომ იმპორტიორების რისკი დოლარზე გაიზარდოს. თუმცა, მეორე თემა დაკავშირებული არის დეკემბრის თვესთან. ამ თვეში პირიქით ხდება და მოთხოვნა იზრდება ლარზე. იმ ციკლში, რომელიც ლარის ცხოვრებას ახასიათებს, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა ნახტომისებური შოკის მქონე ცვლილებებს არ ველოდები. ლარი უბრალოდ ინარჩუნებს წონასწორობის კურსს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. მოლოდინი, რომ კურსი უცვლელი იყოს, არ უნდა გვქონდეს. გამყარების მოლოდინი წლის ბოლომდე არ მაქვს, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი მაქვს”, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები