სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარემ, სოფიო დიასამიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის აუცილებლობას გულისხმობს. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე მეთოდების გაცნობა-სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით: წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი ადგილობრივი თევზის უნიკალური ჯიშის (კოლხური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული) აღდგენა-მოშენებისთვის სასელექციო მუშაობის განხორციელება; თევზების დაავადებათა საწინააღმდეგოდ პრეპარატების გამოცდა და მათი კვება-მოვლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება-გამოცემაში. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას და მათ შემდგომ პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები