ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროები რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროები რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს შეძლებენ. შესაბამისი შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება ხელმოწერილი.
„ჩვენ რუს კოლეგებთან ერთად პოზიციები შევაჯერეთ. შეგვექმნა ერთიანი აზრი ყველა საკითხთან დაკავშირებით. უწყებებს შორის ეს საკითხი უკვე  შევათანხმეთ. ამის შემდეგ ხელმოწერა შედგენა. სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა პროცედურა დასრულდება“ – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა იბრაჰიმ გასეევმა.
მისი ინფორმაციით, შეთანხმება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობასაც შექმნის. „შეთანხმების მიხედვით იგეგმება სამხედრო ქალაქების მშენებლობა, რათა ჩვენს სამხედროებს სამსახურის დროს ყველა აუცილებელი პირობა შევუქმნათ“ – განაცხადა გასეევმა.
ცნობისთვის, ერთი წლის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის „სამეკავშირეო შეთანხმება“ იყო ხელმოწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები