ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ე.წ. დნესტრისპირეთმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტალი იგნატიევმა. კოვემ და იგნატიევმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს. „უვიზო მიმოსვლის“ შეთანხმების გარდა, ე.წ. მინისტრები განათლების სფეროში თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რომელიც სამეცნიერო ხარისხების და შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას ნიშნავს.