„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ – აქცია ზესტაფონის მოსახლეობისთვის

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ – ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის ექიმები ზესტაფონში მოსახლეობის უფასო გასინჯვის აქციას მართავენ.
როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში განუცხადეს, ცენტრის ექიმებმა უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს ზესტაფონის მოსახლეობას.
​აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ქირურგმა, ტრავმატოლოგმა, გინეკოლოგმა, უროლოგმა, ოფთალმოლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ნევროპათოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, ექოსკოპისტმა.
​საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, განესაზღვრათ გლუკოზის რაოდენობა სისხლში. ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებითაც უზრუნველყოფს.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი – დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები. მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორებიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრს გააჩნია საუკეთესო ტრადიციები, გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და ხელმისაწვდომი ფასებით.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები