დემურ გიორხელიძე: ვფიქრობ, რომ რუსული ბაზარი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული პროდუქციის გასაყიდად

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ეკონიმიკის განვითარების მთავარ მასტიმულირებლად შიდა პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანას თვლის. დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ადგილობრივი პროდუქცია უნდა მოხვდეს ყველა ბაზარზე, სადაც ამის საშუალება იქნება.
​ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ნოემბერში დაგეგმილ ქართველი და რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე. დემურ გიორხელიძის განცხადებით, ეკონომიკის კუთხით საკითხების დარეგულირება ხელს შეუწყობს საგარეო პოლიტიკის შეცვლასაც.
“მე ვფიქრობ, რომ რუსული ბაზარი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული პროდუქციის გასაყიდად, ხელისუფლება თუ შეძლებს, რომ ეკონომიკური კუთხით მოახერხოს პოლიტიკის მცირედით შეცლა მაინც, ამაში დადებითი ფაქტორი იქნება მხოლოდ. უნდა გავიტანოთ ადგილობრივი პროდუქცია, სადაც კი შევძლებთ ამას, თუნდაც ეს იყოს ცეცხლოვანი ტერიტორიები, ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უამრავი ქართველი ცხოვრობს. ჩვენ უნდა გვქონდეს ღია ბაზარი, როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე რუსეთში“, -განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები