ნოდარ ხადური: გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით

“გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ხადურის თქმით, ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას.
„გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით. არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები