ფოთის მერი გაათავისუფლეს

   ფოთის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქის მერის, დავით სარსანიას განცხადება დააკმაყოფილა. კენჭისყრაში მონაწილეობა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არ მიუღიათ და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირებისა და მისი ზეწოლის გამო მიიღო. „ნაციონალებს“ მიიჩნიათ, რომ სარსანია ვალდებულია, თანამდებობაზე დარჩეს და დაპირებული პროექტები განახორცელოს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ეკა ბესელია ზეწოლაშიც დაადანაშაულეს. სხდომის მიმდინარეობისას, “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვახტანგ დარცმელიძემ, ფარული მოსმენის აპარატი წარმოადგინა. მისი თქმით, აპარატი პარტიის ოფისში იპოვეს, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები