წინასაარჩევნოდ, პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობის სახით 26 008 857 ლარი მიიღეს

წინასაარჩევნოდ, 8 ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში, პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობის სახით ჯამში 26 008 857 ლარი მიიღეს – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, ყველაზე მეტი შემოწირულობა – 16 101 506 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, მეორე ადგილზე კი 4 205 343 ლარით პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვისაა“.
1 098 207 ლარი შესწირეს „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო 1 018 581 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“.
დანარჩენი პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობა ასეთია: ილია კოკაია – 559 000 ლარი, ვასილ ხანიშვილი – 428 000 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 421 690 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 372 841 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 231 363 ლარი, ცეზარ ჩოჩელი – 225 000 ლარი, „ქობულეთის მომავლის ფონდი“ – 186 955 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 177 660 ლარი, ირაკლი შიხიაშვილი – 169 078 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 92 856 ლარი, „კასპის მომავლის ფონდი“ – 87 659 ლარი, სალომე ზურაბიშვილი – 79 525 ლარი, „ჩვენი სამშობლო“ – 67 400 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 59 210 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ 59 115 ლარი, ზურაბ ჩიქოვანი – 47 860 ლარი, არმაზ ახვლედიანი – 41 200 ლარი, ლაშა კანდელაკიშვილი – 34 500 ლარი, ირაკლი პეტრიაშვილი – 31 306 ლარი, ირაკლი ოქრუაშვილი – 21 800 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 19 800 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 19 223 ლარი, დავით ჭანტურია – 16 000 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 15 215 ლარი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები