შტაინმაიერი: გერმანია მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციას და რეფორმების გაგრძელებას საქართველოში

„გერმანია მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას და რეფორმების გაგრძელებას საქართველოში”, – ეს განცხადება, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერმა ევროსაბჭოში გამოსვლის დროს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროპელი კონსერვატორების სახელით გამომსვლელი დეპუტატის კითხვის ერთი ნაწილი სწორედ გერმანიის პოზიციას ეხებოდა საქართველოსა და ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.
“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში რეფორმების პროცესს, მე ვიმყოფებოდი საქართველოში. ბევრი სამუშაო ჩატარდა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის დასაწესებლად, ევროკავშირის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე განიხილებოდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პერსპექტივები სხვადასხვა რეგიონთან, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან კონსტრუქციულად ხორციელდება მე ახლახანს ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვფიქრობ ეს აღიარებულია საქართველოში“, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები