ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის მოვლენებით შეშფოთებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის  მოვლენებს ეხმაურება და კიევში მდგომარეობის დაძაბვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდი მღელვარებით ვადევნებ თვალს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში – უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მეტად გვაწუხებს ის, რომ კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს მსხვერპლი მოჰყვა. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას.
გვჯერა, რომ უკრაინელ მეგობრებს შესწევთ უნარი, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური საკითხები“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები