სანაკოევი – საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჟენევის დისკუსიებზე არ იმოქმედებს

საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ჟენევის დისკუსიების ფორმატზე და დღის წესრიგზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ, ჟენევის მოლაპარაკებაზე, ცხინვალის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა.
სანაკოევის თქმით, საქართველოში არსებული არც ერთი პოლიტიკური ძალა ცხინვალთან და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას არ გააფორმებს.
ამასთან, სანაკოევი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს,” ვინაიდან ეს „ერთადერთი მოედანია გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები