დიმიტრი ლორთქიფანიძე: საარჩევნო შემაჯამებელ ოქმებში არ იყო დაცული ბალანსი, რაც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ობიექტურობას

კომისიის წევრებმა ვერ შეადგინეს ბალანსი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნების შედეგები არის გაყალბებული, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მან, პრესკონფერენციაზე, მთაწმინდის ოლქის დოკუმენტები წარადგინა და აღნიშნა, რომ ოქმებში ბალნსი დაცული არ არის. „დემოკრატიული მოძრაობა“ ოქმების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
“თავისუფალი დემოკრატები“ ჩვენთან ერთად შეესწრნენ დაუბალანსებელ ოქმებს, თუმცა დღეს აცხადებენ, რომ აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ გავაგრძელებთ დავას სასამართლოში.
იყო ბევრი ოქმი, რომელმაც არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ჩვენ შევხვდით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე,“-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძე რამდენიმე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს და აცხადებს, რომ არჩევნები ხელახლაა ჩასატარებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები