მთავარმა პროკურორმა პირველი თათბირი ჩაატარა
საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და ოლქის პროკურორებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავცელებს. შეხვედრაზე, მთავარმა პროკურორმა იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მისი ხელმძღვანელობით უნდა განახორციელოს. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურორების საქმიანობის მთავარი პრინციპები: სამართლიანობა, გამჭვირვალობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა იქნება. პროკურატურა ორიენტირებული იქნება მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებასა და გაძლიერებაზე, თანამშრომელთა კვალიფიციკაციის ამაღლებასა და წარმატებული თანამშრომლების წახალისებაზე. მთავარი პროკურორი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის სისტემაში მომუშავე პროფესიონალ გუნდთან ერთად შეძლებს არსებული გამოწვევების და სირთულეების გადალახვას და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას.