დავით თევზაძე: კონსტიტუციური უმრავლესობა ქვეყნისთვის არის საფრთხის შემცველი

პოლიტიკური პარტია “დავით თევზაძე-საქართველოს მშვიდობისთვის” თავმჯდომარე დავით თევზაძე კონსტიტუციურ უმრავლესობას საფრთხის შემცველად თვლის. თევზაძე საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად, საქართველოს უახლეს წარსულს იხსენებს და მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა სახიფათოა, როგორც ქვეყნისთვის, ისევე იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვინც ამ უმრავლესობას ფლობს.
“ კონსტიტუციურმა უმრავლესობამ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, ქვეყანა მიიყვანა სამოქალქო ომამდე, შევარდნაძის რეჟმის დროს- ვარდების რევოლუციამდე, ხოლო სააკაშვილის მმართველობის პირობებში, სწორედ კონსტიტუციური უმრავლესობის დამსახურებაა, რომ ავადსახსენებელი 9 წლიანი რეჟიმი მივიღეთ.
ზოგადად ძალაუფლება რყვნის ადამიანებს, ამიტომ კონსტიტუციური უმრავლესობა საფრთხის შემცველია, როგორც ქვეყნისთვის, ისევე იმ პოლიტიკური ძალისთვის ვის ხელშიც აღმოჩნდება უკიდეგანო ძალაუფლება,“-განაცხადა დავით თევზძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები