სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია კორძაიამ „კვირას“ დაუდასტურა, თუმცა სამომავლო გეგმებზე და მისი მომავალი საქმიანობის შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა. დღესვე, ფეისბუქით, ირაკლი კორძაიამ სოზარ სუბარის შესახებაც ისაუბრა, როგორც სამინისტროს უკვე ყოფილი პრესსამსახურის უფროსი, ფეისბუქის პირად გვერდზე წერდა, – შესაძლებელი ყოფილა შეინარჩუნო ადამიანობა და ადამიანისთვის აუცილებელი ყველა თვისება. აქვე კორძაიამ მატყუარა ჟურნალისტებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ძველ საქმიანობას დაუბრუნდება. „მადლობას ვუხდი ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად აშუქებდა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენებს. პასკვილიანტ და მატყუარა ჟურნალისტებს მადლობას გადაბრუნებული ფორმით ვეუბნები ორი სიტყვით სოზარ სუბაზე: ერთი წელი ყოველდღიურად ვაკვირდებოდი ამ ადამიანს. მის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას შესაძლებელი ყოფილა შეინარჩუნო ადამიანობა და ადამიანისთვის აუცილებელი ყველა თვისება. მალე დავუბრუნდები ჩემს ძველ საქმიანობას“,- წერს ფეისბუქში ირაკლი კორძაია.