შსს-მ 150 შეკვრად დაფასოებული „ბიო“ ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.მ. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 150 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – “ბიო” ამოიღეს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
https://www.facebook.com/miaofgeo/videos/897891646979502/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები