ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მათიაშვილმა წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დეპუტატებმა დღესვე თბილისში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად I და II კატეგორიის ოთხი დაზარალებული პირისთვის, წესის შესაბამისად, ფულადი დახმარების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების გადაცემას დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები